შეშლილი ქალი
Thursday, November 7, 2013
შუადღის მიწურულს ერთ სადა და უბრალო კაფეში ჩემთვის მშვიდად ვიჯექი
ოქტომბრის ცა-მეტი იყო ...
მზე თითქოს ძალიან შორიდან გვიგზავნიდა სუსტ სხივებს
ცას გაცრეცილი ფერი დასდებოდა
ცივი დღე იყო
თითებს ჩაის ორთქლი მითბობდა
კაფეში სადაც მე ვიყავი უბრალო ადამიანების ნავსაყუდელივითაა , სადაც ვერ შეხვდებით გადაპარნჭულ სახეებს
აქ შეგიძლიათ ფიქრი ცხოვრების ამაოებაზე
მახსოვს კაფეში ქალი შემოვიდა უბრალოდ ჩაცმული მაგრამ საოცარი გამომეტყველებით, მისი სახის ყველა ნაკვთი ყვიროდა
მოულოდნელად საუბარი დაიწყო თითქოს იქ მყოფთ მოგვმართავდა, ისიც მომეჩვენა რომ ვერ გვამჩნევდა და სულ სხვას მიმართავდა , დანამდვილებით თქმა არ შემიძლია ...
მისი საუბარი დაულაგებელი იყო, წინადაებები აზრს არ შეიცავდა
მე ვუსმენდი მას და მშურდა მისი თვისუფლების
დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა მეც მასსავით მესაუბრა არარსებულთან
გამომეთქვა ის რაც მინდოდა და არ დავლოდებოდი მსმენელს რომელიც ტაშს დამიკრავდა .
ზოგჯერ მსმენელი არც კი არის საჭირო ...
მე შევეცდები აღვწერო ქალი, რომელიც ჩემს გონებაში ღრმად აღიბეჭდა ...
მუქი ოდანავ ტალღოვანი გრძლი თმები ჰქონდა თითქმის წელამდე სწვდებოდა, სახის ნაკვთები თხელი , გიჟივით მოწრიალე თაფლისფერი თვალები , თეთრი ჭორფლიანი სახის კანი, ტუჩები კი ლამაზი და მომღიმარი, გრძელი შავი ქვედაბოლო ეცვა და ოდნავ მოუჩანდა საზაფხულო ფეხსაცმელი (დროის შეუსაბამო) , ნაქსოვი მოსაცმელი და შავი კაშნე ჰქონდა მოხვეული. ხელში კი რაღაც პარკი ეკავა ,გრძელი და თხელი თითები სიცივისგან ოდნავ შეწითლებოდა .
ასაკით ორმოცი წლის თუ იქნებოდა ძველი არისტოკრატი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და თავიც ძალზე ამაყად და სადად ეჭირა .
მე მართლა დიდხანს ვაკვირდებოდი ”საოცარ ქალს” ...
შემხვედრიან ნამდვილი გიჟები მაგრამ მე რაღაც სხვას ვგრძნობდი ამ ქალის მიმართ, ის სხვებს არ გავდა ... მისი სახე მისი ჩაცმულობა მისი ხმის ტემბრი მხოლოდ დადებით ენერგიას ასხივებდა, რომელიც ნდობით მავსებდა და მიზიდავდა.
სხვა დროს ამ კაფეში ყოველთვის მასთან ხელახალი შეხვედრის მოლოდინით აღსავსე წავსულვარ მაგრამ მეტჯერ არ შემხვედრია ...
და თითქოს ეჭვიც კი მეპარება მის არსებობაში რომ არა მთელი ეს სურათი ჩემს გონებაში .
მე და კაფეში მსხდომნი ჩვეულებრივი დადგენილი ცხოვრების წესიდან ამოვვარდით, არ ვიცი მათზე რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალმა იქნებ გონებაში გიჟიც კი უწოდეს მაგრამ საკითხავია გიჟი ვინ უფროა ის ვინც თავისუფალია თუ ის ვინც წესებს ემორჩილება და განსაზღვრულ ჩარჩოებში ჯდება. თქვენ ნორმალური ადამიანები ხომ შიშით კანკალებთ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი - საზოგადოება (ჩემთვის კი მხოლოდ ბრბო) თქვენს მიერ ჩადენილ საქციელზე,გაშინებთ საკუთარი ლანდიც კი ...
მე ვისურვებდი ერთ დღეს მეც ისეთივე თვისუფალ ვყოფილიყავი, რომ შესძლებოდათ ჩემთვის გიჟი ეწოდებინათ. თქვენ იკითხავთ განა ეგეთი რა ფასი აქვს თავისუფლებასო ? მე არ ვიცი მე შემიძლია ვივარაუდო, თვისუფლებას სწორედ მაშინ დავკარგავთ როდესაც დავიჯერებთ რომ სრულიად თავისუფალნი ვართ... მე იმ პაწაწინა თავისუფლების დაკარგვაც კი მაშინებს რომელის მოპოვებაც შევძელი და როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა მისი დაკარგვის საშიშროება პანიკამ შემიპყრო ...
მე დღეს თავისუფალი ვარ და მე ეს მახარებს მაგრამ მე ვგრძნობ ეს ის არაა რაც მე მჭირდება ...
მე ბევრად მეტი მინდა
მე არ მინდა უბრალოდ ვიცხოვრო, უბრალოება ყველაფერს უხდება გარდა ცხოვრებისა ადამიანმა შინაარსიანად უნდა იცხოვროს, თავისუფლებით უნდა დასტკბეს რომელიც ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს უბოძა და გამუდმებით უნდა ვეძიებდეთ მას.
ქალი კი რომელიც მე შემხვდა ჩემთვის ყოველთვის უბრალო გიჟზე მეტი იქნება,
იქნებ იმიტომ რომ მასში ჩემი სურვილები დავინახე ფრთაშესხმული ...
Subscribe to:
Posts (Atom)